loader

ჯენის ჯოპლინს გარდაცვალებიდან 43 წლის შემდეგ ვარსკვლავი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯენის ჯოპლინს გარდაცვალებიდან 43 წლის შემდეგ ვარსკვლავი გაუხსნეს

ამერიკელ მომღერალ ჯენის ჯოპლინს გარდაცვალებიდან 43 წლის შემდეგ ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას გარდაცვლილი მომღერლის და-ძმა და ქანთრის შემსრულებელი კრის კრისტოფერსონი ესწრებოდნენ. კრისტოფერსონი კომპოზიცია Me and Bobby McGee-ს ავტორია, რომელიც ჯოპლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.

ჯენის ჯოპლინი 1970 წელს 27 წლის ასაკში ნარკოტიკების დიდი დოზით გარდაიცვალა. მან კარიერის მანძილზე ოთხი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე