loader

რასელ ქროუ ბიბლიური ნოეს როლში - დარენ არონოფსკის ახალი ფილმი Noah - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რასელ ქროუ ბიბლიური ნოეს როლში - დარენ არონოფსკის ახალი ფილმი Noah

ქვეყნის აღსასრულის მოახლოების შეტყობის შემდეგ, წარღვნისგან საკუთარი ოჯახის გადასარჩენად, ნოე გიგანტური კიდობნის მშენებლობას იწყებს...

"შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოფსკი 2014 წლის მარტში კინომოყვარულებს ახალ ფილმს წარუდგენს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა "ნოეს" (Noah) პირველი ტრეილერი. 2-წუთიან მონაკვეთში ჩანს, რომ ფილმი საკმაოდ მასშტაბური იქნება. დრამაში მთავარ როლებს რასელ ქროუ, ენტონი ჰოპკინსი, ჯენიფერ კონელი და ემა უოტსონი ასრულებენ.