loader

ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მწერალი დორის ლესინგი 94 წლის ასაკში, ლონდონში მდებარე საკუთარ სახლში 17 ნოემბერს გარდაიცვალა.

დორისის ქალიშვილმა ჯენიმ და შვილიშვილებმა, ანამ და სუსანამ ჟურნალისტებს დელიკატურად სთხოვეს, ზედმეტი ყურადღებით არ შეეწუხებინათ.

"ის ჩინებული მწერალი იყო. მასთან მუშაობა პრივილეგია იყო. ყველას ძალიან მოგვენატრება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დორისის მეგობარმა და აგენტმა ჯონათან ქლოუესმა.

"დორის ლესინგი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი იყო. ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც თბილი გული ჰქონდა; მას არასდროს ეშინოდა, ებრძოლა იმისთვის, რისიც სჯეროდა", - ასე ახასიათებს მწერალს HarperCollins-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჩარლი რიდმაინი.

დორისი 1919 წელს ირანში დაიბადა. 13 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და განათლებას წიგნების კითხვით, საკუთარი ინიციატივით აგრძელებდა. ლონდონში საცხოვრებლად 1949 წელს გადავიდა. 2007 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ის აქტიური ფემინისტი იყო.

ახლახან გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მკითხველს მწერლის ორი დიდებული ნაწარმოები: "ბალახი მღერის" და "ოქროს რვეული" შესთავაზა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე