loader

მოდელი, რომელმაც 83 კილო მოიმატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოდელი, რომელმაც 83 კილო მოიმატა

ველვეტ დამოური, რომელიც პარიზში მოღვაწეობს, 136 კილოგრამს იწონის და იმ სააგენტოშია დასაქმებული, სადაც ჭარბწონიანი ქალებისთვის სამოსს ქმნიან.

მან სამოდელო კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო - მაშინ 53 კილოს იწონიდა. მიუხედავად სიმაღლისა (მისი სიმაღლე 173 სანტიმეტრია) და ლამაზი ნაკვთებისა, აგენტებმა ველვეტთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, რადგან ის "პოდიუმისთვის მსუქნად" მიაჩნდათ. მაგრამ მოდელი დეპრესიაში არ ჩავარდნილა და გადაწყვიტა, საყვარელი საქმე განეგრძო.

მან წონაში 83 კილო მოიმატა და დღეს ე.წ. პლუს-სიზე ყველაზე წარმატებული სუპერმოდელია. უცნაურია, მაგრამ როდესაც იდეალური პარამეტრები ჰქონდა, დაითხოვეს; წონაში მომატების შემდეგ კი ჟან-პოლ გოტიესა და ჯონ გალიანოს კოლექციას უკეთებს რეკლამას, მოდის კვირეულებზე გადის და მოდის ჟურნალ "ვოგის" ფრანგული გამოცემის სახეა.

ველვეტი მთელი ცხოვრება მოდის ბიზნესში მოღვაწეობდა - ჯერ მოდელად, შემდეგ ფოტოგრაფად და ახლა ჟურნალის რედაქტორად მუშაობს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე