loader

ჰიუ ჯეკმანს კანის სიმსივნე აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰიუ ჯეკმანს კანის სიმსივნე აღმოაჩნდა

ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა სიმსივნური წარმონაქმნი მოიკვეთა. მსახიობის თქმით, მეუღლის, დებორას დაჟინებული თხოვნით, დერმატოლოგთან მივიდა, რომ ცხვირზე "ამოსული" საეჭვო წარმონაქმნი შეემოწმებინა. მეუღლის შიში დადასტურდა: ექიმმა "ბაზალური უჯრედის კარცინომას" დიაგნოზი დასვა.

"გთხოვთ, ჭკუას მოუხმეთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ. აუცილებლად ექიმს ეჩვენეთ და მზის საცხის გამოყენება არ დაგავიწყდეთ",- აღნიშნა ჯეკმანმა Twitter-ში.

კანის ბაზალური უჯრედის კარცინომა - სიმსივნეა, რომელიც ყველაზე მეტად ყელისა და თავის კანზე ჩნდება და საკმაოდ ნელა ვითარდება. ბაზალური უჯრედის კარცინომას წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა დაწვის შედეგად კანის დაზიანება, რადიაციის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იყოს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე