loader

ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს ჰენრი ქევილი ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს ჰენრი ქევილი ლიდერობს

ფილმ "ფოლადის კაცში" (Man of Steel) მთავარი როლის შემსრულებელი ჰენრი ქევილი ჟურნალ Glamour-ის 2013 წლის 100 ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგს ლიდერობს.

ვამპირული საგა "ბინდის" ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ამჯერად რეიტინგის მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ლიდერების სამეულში ასევე მოხვდა ფილმ "მშიერი თამაშების" (The Hunger Games) ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლიამ ჰემსვორტი.

მეოთხე ადგილზე ბრიტანელი ტომ ჰიდლსტონი გავიდა, რომელიც "თორში" ლოკის როლს ასრულებს. ხუთეულს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, რომელმაც ფილმ "მეხუთე მთავრობაში" (The Fifth Estate) WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი განასახიერა.

ახალგაზრდა პოპ-მომღერალმა ჰარი სტაილსმა მეექვსე პოზიცია დაიკავა. მეშვიდე ადგილზე ფილმ "თორში" თორის როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორტი გავიდა, მერვე ადგილზე კი - იდრის ელბა, რომელმაც ფილმში "გრძელი გზა თავისუფლებამდე" სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას როლი შეასრულა. მეცხრე ადგილი მსახიობმა ჯეიმი კემპბელ ბაუერმა დაიკავა, რომელიც "ბინდში" ვამპირ კაიას როლს ასრულებს. ათეულს კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი ასრულებს, რომელიც შარშან რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე