loader

სიუზან სარანდონი დაჯილდოებებზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიუზან სარანდონი დაჯილდოებებზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დადის

ჰოლივუდის მსახიობმა სიუზან სარანდონმა აღიარა, რომ პრესტიჟული ჯილდოების გადაცემის ცერემონიალებზე კარგ განწყობას არამხოლოდ სადღესასწაულო გარემო უქმნის ხოლმე.

ერთ-ერთი ამერიკული თოქ-შოუს ეთერით 67 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ "კაიფში" იმყოფებოდა თითქმის ყველა მსგავს ღონისძიებაზე.

ტელეწამყვანი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ ცერემონიალზე იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მსახიობი. "მხოლოდ ერთის? ვიტყოდი, რომ ყველა ცერემონიალზე, გარდა "ოსკარისა", - სიცილით განაცხადა სიუზანმა.

როგორც ცნობილია, სარანდონს "ოსკარი" აქვს მიღებული ქალის მთავარი როლისთვის ფილმში "მიცვალებული მოდის". ასევე, ის აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოსა და BAFTA-ს მფლობელია, 8-ჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე", ხოლო ოთხჯერ - "ემიზე".

Marao.Ge