loader

მაია კაჭკაჭიშვილის საღამოზე ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე და თიკა ჯამბურია არ მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია კაჭკაჭიშვილის საღამოზე ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე და თიკა ჯამბურია არ მივიდნენ

კლუბ "ბედ ლაუნჯში" მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილის საავტორო საღამო გაიმართა. სტუმრები კლუბში საღამოს 10 საათზე მივიდნენ, თუმცა, კონცერტი 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ოთხი მომღერლის გამოუცხადებლობა გახდა.

საღამოზე მისული ნინა წკრიალაშვილი სცენაზე რატომღაც არ ასულა, ხოლო ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე და თიკა ჯამბურია კონცერტზე საერთოდ არ მივიდნენ, რამაც მაია კაჭკაჭიშვილს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის სიმღერები ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, მარკუს მეტრეველმა, ბექა ბროლაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ, გელა გნოლიძემ ქრისტინე იმედაძემ, რეპერმა ძვალმა და სხვა მომღერლებმა შეასრულეს. სოლო სიმღერებს დუეტები ენაცვლებოდა, კონცერტში სხვებთან ერთად თავად მაია კაჭკაჭიშვილიც მონაწილეობდა.

საავტორო საღამოს რატი დურგლიშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, რეპერტუარში მაიკოს სიმღერები არ აქვს, თუმცა, მეგობარს სოლიდარობა გამოუცხადა და კონცერტს ბოლომდე დაესწრო.
მუსიკალური თავყრილობა დილამდე გაგრძელდა.