loader

მომღერალ ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომღერალ ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა

რამდენიმე დღის წინ რუსული საინფორმაციო საშუალებებით მომღერალ ჟანა ფრისკეს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, იგი უმძიმეს მდგომარეობაში გერმანიაში წაიყვანეს სამკურნალოდ. მოგვიანებით, მომღერლის მეუღლემ, დიმიტრი შეპელევმა დაადასტურა ინფორმაცია ჟანას ავადმყოფობის შესახებ.

"ჩვენს ოჯახს მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. ჟანას სიმსივნე სჭირს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მისი სიცოცხლისთვის და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ ილოცოთ ჩვენზე", - აცხადებს მომღერლის მეუღლე.

კადრები, რომლებიც საავადმყოფოშია გადაღებული, lifenews-მა ექსკლუზიურად გაავრცელა. ირკვევა, რომ ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე აქვს.