loader

ჯასტინ ბიბერი პოლიციას ჩაბარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერი პოლიციას ჩაბარდა

კანადელი პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერი ტორონტოს პოლიციას ჩაბარდა, სადაც მას დაკითხავენ ლიმუზინის მძღოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით. პოლიციის განყოფილების წინ ბიბერს მრავალრიცხოვანი ფანები დახვდნენ, რის გამოც დაცვამ მომღერალს წრე შემოარტყა, რომ შენობაში უსაფრთხოდ შეეყვანათ.

საქმე ეხება 2013 წლის 29 დეკემბერს ტორონტოში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჰოკეის სტადიონთან ახლოს ლიმუზინის მძღოლს დაესხნენ თავს. ავტომობილით ბიბერი და მისი თანმხლები ერთი პირი გადაადგილდებოდნენ. სხვა დეტალები არ ხმაურდება. უცნობია ისიც, ვინ დაესხა მძღოლს - ბიბერი თუ მისი თანამგზავრი.

რამდენიმე დღის წინ ბიბერს ბრალი აშშ-შიც წაუყენეს - პოლიციის ინფორმაციით, მომღერალი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.