loader

"დუნდულების ცეკვა" ჰელენ მირენის შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დუნდულების ცეკვა" ჰელენ მირენის შესრულებით

ოსკაროსან მსახიობ ჰელენ მირენს ჰარვარდის უნივერსიტეტის თეატრალურმა საზოგადოებამ წლის ქალის ტიტული მიანიჭა. სცენაზე ასულ მსახიობს სტუდენტებმა ხუმრობით ერთი პირობა წაუყენეს: დედოფალ ელისაბედის როლის შემსრულებელს, რამდენიმე ეტიუდი უნდა შეესრულებინა, რასაც როგორც წესი სტუდენტებს მისაღებ გამოცდაზე სთხოვენ ხოლმე.

პირველად მირენს ბიგ ბენის განსახიერება მოუხდა. მეორე დავალებამ კი მსახიობი დაბნია და მის შესრულებაზე დიდხანსაც აყოყმანა. საქმე ისაა, რომ ჰელენ მირენს დუნდულების ცეკვა (twerking) უნდა შეესრულებინა. ბოლოს კი, მაინც დაჰყვა სტუდენტების ნებას და იცეკვა.

ცნობისათვის, ჰარვარდის სტუდენტების ამ თეატრალური საზოგადოების სახელი ქართულად "უმი პუდინგების თეატრალურ საზოგადოებად" ითარგმნება.