loader

ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯულია რობერტსის და ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯულია რობერტსის უმცროსი ნახევარდა ნენსი მოტესი 37 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. ნენსი დეპრესიას და ჭარბ წონას ებრძოდა. გარდაცვლილი ნენსი ლოს-ანჯელესში იპოვეს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ნენსიმ განაცხადა, რომ ჭარბი წონა მას ძალიან აწუხებდა და ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრი იმის ფონზე იყო, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი მშვენივრად გამოიყურებოდა.

"მე "ლამაზმანის" უმცროსი და ვიყავი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ჯულია მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი. ჯულიას ჩემი წონის გამო არ სურდა, მის გვერდით გამევლო. თუმცა მას ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ერთადერთს ვითხოვ, რომ მხოლოდ ჯულიას უმცროსი მსუქანი დის სახელით არ მიცნობდნენ", - ამბობდა ნენსი.

ჯულია, ვოლტერ გრედი რობერტსისა და ბეტი ლოუს ქალიშვილია. მისი უფროსი ძმა ერიკიც და ლიზაც ცნობილი მსახიობები არიან. ჯულიას მშობლები მოგვიანებით განქორწინდნენ. დედამისი 1972 წელს მაიკლ მოტესზე გათხოვდა და ქალიშვილი ნენსი შეეძინათ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე