loader

ვალერი მელაძეს "ვიაგრას" ყოფილი სოლისტი შვილს უჩენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი მელაძეს "ვიაგრას" ყოფილი სოლისტი შვილს უჩენს

გასული წლის ყველაზე ხმამაღალ განშორებად რუსულ შოუბიზნესში ვალერი მელაძისა და მისი მეუღლის, ირინას განქორწინება დასახელდა. მელაძე 20-წლიან ურთიერთობას "ვიაგრას" ყოფილი სოლისტის, ალბინა ჯანაბაევას გამო "შეელია". ახლახან ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ჯანაბაევა 48 წლის ქართველ მომღერალს შვილს უჩენს. მელაძეს და ჯანაბაევას უკვე ჰყავთ საერთო ვაჟი კონსტანტინე, რომელიც მომღერალმა მხოლოდ 9 წლის შემდეგ აღიარა.

ერთ-ერთი რუსული პორტალის ცნობით, ჯგუფ "ვიაგრას" წევრი მოსკოვის ელიტურ კლინიკაში, "ლაპინოში" ავიდა აღრიცხვაზე. ცოტა ხნით ადრე კი ალბინა ვალერისთან ერთად იმყოფებოდა კლინიკის საუკეთესო ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად.

Marao.ge