loader

ნინო ქათამაძის კონცერტმა სოჭში ანშლაგით ჩაიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ქათამაძის კონცერტმა სოჭში ანშლაგით ჩაიარა

17 თებერვალს სოჭში ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. კონცერტი იური ბაშმეტის ზამთრის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

იური ბაშმეტი საქართველოში სკანდალურად ცნობილი არტისტია. 2013 წელს მან დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონცერტები ჩაატარა, რაც ასე ახსნა, რომ ასეთი კონცერტებით საქართველოს მხრიდან დაბომბილ ცხინვალში ფული შევიდოდა და ქალაქის აღდგენას წაადგებოდაო... თბილისის კონსერვატორიის დარბაზში კი ბაშმეტის კონცერტმა აქციის ფონზე ჩაიარა - მისი საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ კონსერვატორიის წინ გააპროტესტა.

იხილეთ სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე: მიიღო თუ არა "პა ზასლუგამ" იური ბაშმეტმა?