loader

ანჯელინა ჯოლი გაეროს სირიელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლი გაეროს სირიელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევას სთხოვს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სირიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეფექტური იქნება. ამის შესახებ მსახიობმა ლიბანში ვიზიტის დროს განაცხადა. პრესკონფერენციაზე ჯოლიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ლიბანს, სადაც ბევრმა სირიელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი. "ლიბანს ლტოლვილთა ყველაზე დიდმა ნაკადმა შეაფარა თავი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დახმარება გავუწიოთ მათ" , - განაცხადა ჯოლიმ.