loader

სოლიდარობა უკრაინას "ოსკარის" დაჯილდოებაზე - ოსკაროსანი ჯარედ ლეტოს სიტყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოლიდარობა უკრაინას "ოსკარის" დაჯილდოებაზე - ოსკაროსანი ჯარედ ლეტოს სიტყვა

2014 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მომღერალსა და მსახიობს - ჯარედ ლეტოს გადაეცა ფილმისთვის "დალასის მყიდველთა კლუბი". მსახიობმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა მასთან ერთად წარდგენილ სხვა ნომინანტებს, ასევე, დედას და ძმას, რომლებიც ყოველთვის ედგნენ მხარში.

ლეტომ გამოსვლის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინასა და ვენესუელას. "ყველა მეოცნებეს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ახლა გვიყურებენ, უკრაინას და ვენესუელას, მინდა გითხრათ - ჩვენ ვართ აქ და მაშინ, როდესაც თქვენ იბრძვით, რათა თქვენი ოცნებები აიხდინოთ, შეუძლებელი შეძლოთ, ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ".