loader

გვინეტ პელტროუს და კრის მარტინის 11-წლიანი ქორწინება დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვინეტ პელტროუს და კრის მარტინის 11-წლიანი ქორწინება დასრულდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ და მისი მეუღლე, როკ-ჯგუფ Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი 11-წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან.

"გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. გავაცნობიერეთ, რომ დაშორება აჯობებს. ერთმანეთი გვიყვარს. ყოველთვის ერთი ოჯახი ვიქნებით, რადგან პირველ რიგში, მშობლები ვართ და შესანიშნავი შვილები გვყავს. ყოველთვის ვამჯობინებდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირადული ყოფილიყო და მაქსიმალურად ვცდილობდით, პრესის ფურცლებზე გასარჩევი არ გამხდარიყო. იმედი გვაქვს, ასევე განვაგრძობთ ცხოვრებას", - განაცხადეს ვარსკვლავებმა.

ასევე იხილეთ: Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი სცენიდან გვინეტ პელტროუს საკოცნელად ჩავიდა