loader

"ჟანა, იცოცხლე!" - მძიმედ დაავადებულ ჟანა ფრისკეს თაყვანისმცემლებმა კლიპი მიუძღვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჟანა, იცოცხლე!" - მძიმედ დაავადებულ ჟანა ფრისკეს თაყვანისმცემლებმა კლიპი მიუძღვნეს

ჟანა ფრისკეს ოფიციალურ საიტზე კლიპი განთავსდა, რომელიც მომღერლის თაყვანისმცემლებმა შექმნეს. ფრისკე ცოტა ხნის წინ გამოწერეს ლოს ანჯელესის კლინიკიდან, სადაც ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. შვილის დაბადების შემდეგ მომღერალს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. მისმა თაყვანისმცემლებმა და მეგობრებმა ჟანასთვის სიმღერა შექმნეს, სახელწოდებით Жанна, живи! Жанна, танцуй! ("ჟანა, იცოცხლე! ჟანა, იცეკვე!") და კლიპიც გადაიღეს. ამით მათ თანადგომა გამოუცხადეს ფრისკეს და ყველა ადამიანს, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.

ჟანამ მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს თანადგომისთვის და განაცხადა, რომ კლიპის ყურების დროს ცრემლებს ვერ იკავებდა: "ჩემო ძვირფასებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ სიკეთისთვის, მხარში დგომისთვის, რომელიც მე ასე ძალიან მჭირდება. მივიღე სიმღერა, ვუყურე და ცრემლები წამომივიდა. მადლობა ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ უკვე ამდენი წელია ჩემ გვერდით დგახართ. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით. თავს მიხედეთ და არასდროს დაკარგოთ იმედი. თქვენი ჟანა".

ვიდეოკლიპი სულ 10-წუთიანია და მისი სრულად ნახვა ჟანა ფრისკეს ოფიციალურ გვერდზე არის შესაძლებელი.

Jeanna, live! - Jeanna Friske's fans composed a song for sick singer - Watch video on georgianews.ge