loader

აჩი არველაძე, მიშა მესხი და ვახტანგ რჩეულიშვილისა და ნინა წკრიალაშვილის პიკანტური "ნონ სტოპი" "ორ ვარსკვლავში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჩი არველაძე, მიშა მესხი და ვახტანგ რჩეულიშვილისა და ნინა წკრიალაშვილის პიკანტური "ნონ სტოპი" "ორ ვარსკვლავში"

ტელეკომპანია "იმედის" შოუ "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტებმა ნინა წკრიალაშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა კონკურსის მე-5 ტურში როზენბაუმის სიმღერა "ნონ სტოპ" შეარჩიეს. წყვილის გამოსვლას მსახიობი მიშა მესხი საკუთარი ცეკვით აფორმებდა. ამას დაემატა წკრიალაშვილის პიკანტური ჩაცმულობა, რაც ნომერს შოუს ელემენტს სძენდა და, საბოლოო ჯამში, წყვილმა 37 ქულა (10,10,10,7) მიიღო. ჟიურიში მოწვეულ სტუმრად იმყოფებოდა აჩი არველაძე, რომელმაც საკუთარ თავს და ია ნინიძეს "კეთილები", ხოლო ჟიურის დანარჩენ წევრებს: ზურა ყიფშიძესა და თეონა კონტრიძეს "კეთილ-კეთილები" უწოდა. რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, ის კვლავაც მოზომილი და ობიექტური იყო. "ჩემი და ნინას ენერგია რომ შენამდე მოვიდეს, მაია სახლიდან გამაგდებს", - უთხრა ვახტანგ რჩეულიშვილმა კონტრიძეს მისი შეფასების პასუხად.