loader

ემოციური ვიდეო: როგორ გულშემატკივრობდა ლეგენდარული ლეილა აბაშიძე შვილს X Factor-ის შესარჩევ ტურზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური ვიდეო: როგორ გულშემატკივრობდა ლეგენდარული ლეილა აბაშიძე შვილს X Factor-ის შესარჩევ ტურზე

2014 წლის 14 აპრილს "რუსთავი 2"-ის ეთერში მუსიკალური შოუ X Factor-ი დაიწყო. შესარჩევ ტურზე ერთ-ერთი კონკურსანტი, 61 წლის რამაზ დანელია დედასთან ერთად მივიდა. სანამ კონკურსანტი ფრენკ სინატრას სიმღერას, I've got you under my skin-ს ასრულებდა, კულისებში მას დედა, ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გულშემატკივრობდა. სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიურიმ კონკურსანტის დედა იხმო სცენაზე. მოულოდნელ სტუმარს დარბაზი და ჟიური ფეხზე წამომდგარი შეხვდა.

"ძალიან მომენატრეთ, ჩემო მაყურებელო. დიდი ხანია სცენაზე არ ვმდგარვარ. გულახდილად გეტყვით, დღეს ეს პროჟექტორები რომ მანათებს, მე უბედნიერესი ქალი ვარ" - ასე ემოციურად მიმართა ლეგენდარულმა მსახიობმა მონატრებულ აუდიტორიას.