loader

ოპრა უინფრიმ ფარელ უილიამსი აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპრა უინფრიმ ფარელ უილიამსი აატირა

მუსიკოსმა ფარელ უილიამსმა ამერიკელი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის პროგრამა Oprah Prime-ის გადაღებებზე იტირა. ვარსკვლავს გული მის ერთ-ერთ ჰიტზე შექმნილმა ვიდეომ აუჩუყა.

ცნობილი ტელეწამყვანის შოუზე 41 წლის ფარელი საკუთარი სიმღერის, Happy-ს წარმატებაზე სასაუბროდ მივიდა. სიმღერა არა მხოლოდ მრავალი ქვეყნის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა, არამედ "ოსკარზეც" იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის. სიმღერა Happy მულტფილმ "საზიზღარი მე 2"-ის საუნდტრეკია.

უინფრიმ ფარელს შესთავაზა დარწმუნებულიყო, რომ სიმღერა ამჟამად მსოფლიო ჰიტია და მისი თაყვანისმცემლების მიერ დამონტაჟებული ვიდეო ჩართო. სიმღერა Happy-ს ვიდეორგოლში სხვადასხვა ქვეყანაში - ისლანდიიდან-სინგაპურამდე მცხოვრები ადამიანები მღერიან.