loader

"დავიწყებული მეფე" - ქართველი რეჟისორის რეკორდი და ახალი ქართული ფილმი კანის ფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიწყებული მეფე" - ქართველი რეჟისორის რეკორდი და ახალი ქართული ფილმი კანის ფესტივალზე

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა - მხატვრული ფილმი "დავიწყებული მეფე" უწყვეტ კადრად, 105 წუთში (ერთ დღეში) თბილისის ქუჩებსა და სპეციალურად მოწყობილ პავილიონში გადაიღო.

ფილმის ავტორი საქართველოს ისტორიის რიგ საკითხებში ეძებს დღეს ჩვენში არსებული პრობლემების სათავეს: დემეტრე ორბელი ფაშისტების ავი განზრახვის მსხვერპლი ხდება, თუმცა მეგობარი ბერები მას განდობილი გრიგოლის ციხე-დარბაზს შეაფარებენ, სადაც გაიგებს, თუ რა მისია აკისრია... თამარი, რუსთველი, ილია ჭავჭავაძე, სტალინი, ჰიტლერი - სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილი ადამიანები თავს ერთ ფილმში იყრიან...

ქართული ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე შედგება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უამრავი წარმომადგენელი იკრიბება. ნიკოლოზ ხომასურიძის "დავიწყებულ მეფეს" 13 მაისს კინოპროდიუსერები და ფილმმეიკერები ნახავენ და შეაფასებენ, თუ როგორ მოგზაურობს დროში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნებული ქართველი წყვილი.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე

Georgian movie breaks the world record - Watch video on georgianews.ge