loader

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე მანქანასთან ყვავილებს და წერილებს გიტოვებდა - გია ჯაჯანიძე ინგა გრიგოლიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე მანქანასთან ყვავილებს და წერილებს გიტოვებდა - გია ჯაჯანიძე ინგა გრიგოლიას

პირველ მაისს ტელეკომპანია "იმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის მორიგი ტური გაიმართა. კონკურსი გია და ანი ჯაჯანიძეების წყვილმა გახსნა. საცეკვაო ნომერი მათ კინოფილმ "პროფესიონალის" მიხედვით შეასრულეს. ჟიურის წევრებიდან ლევან წულაძეს გია ჯაჯანიძის "სიკვდილი მოეწონა" და მას ლექსიც კი მიუძღვნა. ასევე დადებითად შეაფასეს წყვილის გამოსვლა ინგა გრიგოლიამ და მაკა მახარაძემ. რაც შეეხება გოჩა ჩერტკოევს, იგი ტრადიციისამებრ კრიტიკული იყო. საბოლოოდ წყვილმა 24 ქულა (7,7,6,4) დაიმსახურა.

გია ჯაჯანიძემ სცენაზე ჟიურის წევრებს სიურპრიზი მოუწყო: მან საკუთარ მაისურზე გამოსახული მათი ფოტოები გამოაჩინა. მაგრამ სიურპრიზი ამით არ ამოწურულა: კონკურსანტი ინგა გრიგოლიას გამოუტყდა, რომ წლების მანძილზე მის ავტომანქანასთნ ყვავილების თაიგულს და წერილებს ტოვებდა.