loader

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ვლადიმერ პუტინს განავალი უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ვლადიმერ პუტინს განავალი უწოდა

უკრაინული წარმოშობის ჰოლივუდის 40 წლის მსახიობი ვერა ფარმიგა, რომელიც ჯორჯ კლუნთან ერთად ფილმ Up in the Air-ში მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული, დევიდ ლატერმანს სტუმრობდა. დევიდმა ვერას უკრაინის მოვლენები შეახსენა და კითხა, თუ რა აზრის იყო ის ვლადიმერ პუტინზე.

"იცით, უკრაინელებს ასეთი გამოთქვა აქვთ: Не рухай л*йно – не буде смердіти ("არ შეეხო მძ**ერს და არ აყროლდება"), პუტინი მთლიანად აკონტროლებს უკრაინულ ბიზნესს. ჩვენ ამ სიტუაციას ისე ვუყურებთ, თითქოს, ეს კონფლიქტი ჩვენგან შორის იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ნებისმიერ დროს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ამ თამაშში საშიში ნაბიჯის გადადგმა შეუძლია და ეს სრულიად შეცვლის სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ", - განაცხადა ვერა ფარმიგამ.