loader

ნიკოლ კიდმანმა კანის ფესტივალის გახსნაზე სალსა იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლ კიდმანმა კანის ფესტივალის გახსნაზე სალსა იცეკვა

14 მაისს საფრანგეთში კანის ფესტივალი გაიხსნა. ყურადღების ცენტრში 46 წლის ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი მოექცა, რომელმაც ფესტივალზე ახალი ფილმი Grace of Monaco წარადგინა. ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავზე და მონაკოს პრინცესა გრეის კელიზე მოგვითხრობს.

სცენაზე ფრანგმა მსახიობმა ლამბერ უილსონმა სიტყვის წარმოთქმისას გაიხსენა, რომ წლების წინ ერთ-ერთ წვეულებაზე ნიკოლ კიდმანთან ერთად იცეკვა და ახლა ეს ყველაფერი სიზმარივით ახსენდება. სიტყვის დასრულების შემდეგ კი დარბაზში ჩავიდა და კიდმანი საცეკვაოდ გამოიწვია.