loader

ჰოლივუდის ვარსკვლავები ბიონსესა და ჯეი ზის ახალ ვიდეორგოლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავები ბიონსესა და ჯეი ზის ახალ ვიდეორგოლში

ბიონსემ და ჯეი ზიმ საკუთარი ერთობლივი საგასტროლო ტურის On the Run-ის მხარდამჭერი ვიდეო გამოუშვეს, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ.

ვიდეორგოლი არარსებული ფილმის -  Run-ის თრეილერს წარმოადგენს და მძაფრი სიუჟეტით არც ერთ ჰოლივუდურ ბოევიკს არ ჩამორჩება. ცნობილი ადამიანების რაოდენობით კი იგი ბევრ სურათს გაუწევს კონკურენციას. ვოდეორგოლში შონ პენმა, ბლეიქ ლაივლიმ, ჯეიკ ჯილენჰოლმა, ემი როსუმმა, რაშიდა ჯონსმა და დონ ჩიდლმა მიიღეს მონაწილეობა.

ბიონსესა და ჯეი ზის ერთობლივი საგასტროლო ტური ამ ზაფხულს გაიმართება: წყვილის კონცერტების სერია სტატს 25 ივნისს მაიამიში აიღებს და 5 აგვისტოს სან-ფრანცისკოში დასრულდება.