loader

რა რეაქცია აქვთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მათზე დაწერილ უცენზურო კომენტარებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეაქცია აქვთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მათზე დაწერილ უცენზურო კომენტარებზე

ცნობილი ადამიანების მიერ, მათზე დაწერილი ტვიტების კითხვა, ინტერნეტმომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სანახაობაა. ამჯერად, ჯიმი კიმელის შოუში კომენტარები ჯულია რობერტსს, გარი ოლდმანს, ეთან ჰოუკს, სოფია ვერგარას, ემა სთოუნს და სხვა ცნობილ ჰოლივუდელებს წააკითხეს.

კომენტარების დიდი ნაწილი უცენზუროა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ვარსკვლავებს ლანძღავენ და ათასგვარი უხამსი ეპითეტით "ამკობენ".

"ვინმე ფიქრობს რომ ჯულია რობერტსი სექსუალურია? თავისი გიგანტური პირით, სპილოს ერთ ლუკმად გადასანსლავს" - კითხულობს "ლამაზმანის" ვარსკვლავი მასზე დაწერილ ტვიტს და პასუხად წარმატებას უსურვებს კომენტატორს.

"ერთხელ ვთქვი და კიდევ ასჯერ ვიტყვი: ენდი გარსიას დედაც..." - სიცილით კითხულობს მსახიობი კომენტარს. "ემა სთოუნი ისე გამოიყურება, რომ მგონია კატის შარდის სუნი ასდის" - ასე უცნაურად შეაფასა ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ჟღალთმიანი ვარსკვლავი.