loader

შაკირას ახალ კლიპში მომღერლის საქმრო და ვაჟიშვილი მონაწილეობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაკირას ახალ კლიპში მომღერლის საქმრო და ვაჟიშვილი მონაწილეობენ

მალე ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით შაკირამ, ბრაზილიელ მომღერალ Carlinhos Brown-თან ერთად, სიმღერა La La La-ზე კლიპი გადაიღო. კომპოზიცია მომღერლის ბოლო ალბომ Shakira-ში შევიდა.

მაისის დასაწყისში შაკირამ ამავე სიმღერაზე, Dare-ზე (La La La) კლიპი გამოუშვა, მაგრამ მაშინ მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები ვიდეორგოლით უკმაყოფილონი დარჩნენ. ამიტომ შაკირამ ახალი კლიპის გადაღება გადაწყვიტა.

ახალი კლიპი ნამდვილად მასშტაბური გამოვიდა: მომღერლის ვიდეოში არა მხოლოდ მისი საქმრო ჟერარ პიკე და წყვილის 16 თვის ვაჟიშვილი მილანი მონაწილეობენ, არამედ ცნობილი ფეხბურთელები: ლიონელ მესი, ნეიმარი, ერიკ აბიდალი, სესკ ფაბრეგასი.

ასევე იხილეთ: 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური კლიპი და მილიონობით ნახვა ერთ დღეში