loader

"ხულიგანი" კოტე თოლორდავა და "ყველაზე მაგარი ვოკალის" მქონე ნინი ბადურაშვილი "ორი ვარსკვლავის" ფინალურ შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხულიგანი" კოტე თოლორდავა და "ყველაზე მაგარი ვოკალის" მქონე ნინი ბადურაშვილი "ორი ვარსკვლავის" ფინალურ შოუში

ტელეკომპანია "იმედის" მეგა შოუ "ორი ვარსკვლავის" ფინალურ შოუში ფინალისტების გარდა მონაწილეობა სხვა კონკურსანტებმაც მიიღეს. შთამბეჭდავი იყო მსახიობ კოტე თოლორდავასა და მომღერალ ნინი ბადურაშვილის დუეტი. კოტე თოლორდავა, როგორც ყოველთვის - ექსპრესიული, მისი პარტნიორი კი, როგორც წესი, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჟიურის წევრმა თეონა კონტრიძემ ნინი ბადურაშვილზე განაცხადა, რომ მას "ყველაზე მაგარი ვოკალი აქვს საქართველოში". "შენ გაუძელი 1937 წელს ჩემგან", - მიმართა თეონა კონტრიძემ კოტე თოლორდავას და ჰოლივუდში "კაშკაში" უწინასწარმეტყველა.