loader

"ჰერიო, ბიჭებო!" - ყველაზე ემოციური სიმღერა ქართულ ტელესივრცეში, ლევანისა და ნინის შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰერიო, ბიჭებო!" - ყველაზე ემოციური სიმღერა ქართულ ტელესივრცეში, ლევანისა და ნინის შესრულებით

26 მაისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მეგა-შოუ "ორი ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. ლევან ჯავახიშვილისა და ნინი წიკლაურის წყვილმა მაყურებელს გია ყანჩელის სიმღერა "ჰერიო, ბიჭებო" შესთავაზა. დუეტმა სიმღერა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიუძღვნა. მათ ემოციურ შესრულებას დარბაზში შეკრებილი ქართველი სამხედროები გულშემატკივრობდნენ. სიმღერის დასრულების შემდეგ ლევან ჯავახიშვილმა ისინი სცენაზე მიიწვია. მაყურებელმა ემოცია ვერ დამალა და ბევრს თვალზე ცრემლი მოადგა, მათ შორის, ინგა გრიგოლიას. დარბაზში ოვაცია არ წყდებოდა. დუეტს ჟიური ფეხზე წამოუდგა. წყვილმა ჟიურის უმაღლესი შეფასება (10,10,10,10) - 40 ქულა დაიმსახურა.

“Herio Bichebo” – The most emotional performance by Levan Javakhishvili and Nini Tsiklauri for Georgian soldiers - Watch the video on georgianews.ge