loader

რუსი როკ-მომღერალი საკუთარ კონცერტზე შიშველი გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი როკ-მომღერალი საკუთარ კონცერტზე შიშველი გამოვიდა

ჯგუფ "ლენინგრადის" სოლისტმა სერგეი შნუროვმა თავის კონცერტზე ფანებს არა მარტო მუსიკალური, არამედ ეროტიკული შოუც მოუწყო. 6 ივნისს, "Известия Hall"-ში გამოსვლის დროს, მომღერალი ხალხის წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა.

ბოლო სიმღერის შესრულებისას შნუროვმა დარბაზში მყოფ ხალხს მიმართა შემდეგი სიტყვებით: "არ ვიცი, შემდეგში ცხოვრება როგორ წარიმართება. შეიძლება ჩვენ არასდროს აღარ შევხვდეთ. ამიტომ დამიმახსოვრეთ შიშველი". ამ ფრაზის შემდეგ როკ-მუსიკოსმა შარვალი ჩაიხადა და ასე გააგრძელა გამოსვლა. ბევრი მისი გულშემატკივარი აღფრთოვანებული იყო მომღერლის საქციელით, ზოგიერთს კი კუმირის ქმედებამ იმედები გაუცრუა.