loader

36 წლის ელიტარული მეძავი, რომელიც 10 000 კაცთან იწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

36 წლის ელიტარული მეძავი, რომელიც 10 000 კაცთან იწვა

ავსტრალიელი გვინეტ მონტენეგრო, რომელიც ყოფილი ესკორტ-გოგონაა, ავტობიოგრაფიულ წიგნში - "10,000 Men and Counting", გულახდილად ჰყვება, რომ 10 ათას კაცთან იწვა.

გვინეტს "კარიერის" განმავლობაში უამრავი ფული დაუგროვდა. 36 წლის ელიტარული მეძავი ამბობს, რომ მისი მშობლები ქრისტიანები არიან და ბავშვობაში ღვთისმოშიშად ზრდიდნენ, თუმცა ახალგაზრდობაში სხვა ცხოვრების გზა აირჩია. ელიტარულ ესკორტ-გოგონას საათში 500-დან 1000 დოლარამდე უხდიდნენ. მისი ცხოვრება სავსე იყო ალკოჰოლით, ნარკოტიკითა და ორგიებით. ის თავდაპირველად მხოლოდ ავსტრალიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ეგზოტიკურ კურორტებზეც გადაჰყავდათ.

18 წლის ასაკში ჯგუფურად გააუპატიურეს, 19 წლის ასაკში სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობა დაიწყო, ხოლო 21 წლისა უკვე მაღალანაზღაურებადი ესკორტ-გოგონა გახდა. ესკორტ-გოგონად მუშაობა 3 წლის წინ შეწყვიტა და ამჟამად საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე