loader

დევიდ ბექჰემი და მისი ვაჟები ოქროში "ამოავლეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევიდ ბექჰემი და მისი ვაჟები ოქროში "ამოავლეს"

ლოს-ანჯელესში პრემია Kids' Choice Sports Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. პრემიაზე ჯილდოები გამოჩენილ სპორტსმენებს გადასცეს.

ცერემონიის ყველაზე სანახაობრივი მომენტი სცენაზე დევიდ ბექჰემის გამოსვლა გახდა, რომელიც თინეიჯერი გულშემატკივრების წინაშე თავის ვაჟებთან - რომეოსა და კრუზთან ერთად წარსდგა. ტრადიციისამებრ, დაჯილდოების შემდეგ ცნობილ ფეხბურთელს და მის შვილებს ოქროსფერი საღებავი შეასხურეს, რამაც დარბაზში მყოფ მაყურებელში ხმაურიანი ოვაციები გამოიწვია. ინგლისელმა სპორტსმენმა არა მხოლოდ "შხაპი", არამედ პრემიის სპეციალური საჩუქარი Legend Award-ი მიიღო.