loader

ავსტრალიური Voice-ის გამარჯვებული გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიური Voice-ის გამარჯვებული გამოვლინდა

21 ივლისს ავსტრალიაში Voice-ის ფინალი გაიმართა. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ოთხი მწვრთნელის თითო კონკურსანტი იბრძოდა. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, მეოთხე ადგილზე ჯოელ მედენის გუნდის წევრი ფრენკ ლაკოუდისი გავიდა, მესამე ადგილი კაილი მინოუგის კონკურსანტმა ჯონი როლენსმა დაიკავა, მეორეზე რიკი მარტინის გუნდის წევრი ჯექსონი ტომასი გავიდა, ხოლო გამარჯვებულად უილ აი ემის კონკურსანტი ანია ნისენი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა უილ აი ემს, რამდენიმე თვის წინ ბრიტანული Voice-იც მისმა კონკურსანტმა მოიგო.

ასევე იხილეთ: ბრიტანული Voice-ის 19 წლის გამარჯვებულის შთამბეჭდავი შესრულება და ატირებული მწვრთნელი