loader

ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი დუეტში სოსო პავლიაშვილის სიმღერას მღერიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი დუეტში სოსო პავლიაშვილის სიმღერას მღერიან

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი "ახალი ტალღის" კონკურსის განმავლობაში სცენაზე არ გამოსულა, მაგრამ ის იურმალაში კონკურსის გახსნის დღეს ჩავიდა და ამჟამად სოლო-კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 28 ივლისს "ძინტერის" სცენაზე გაიმართება. იქამდე პოპულარულმა მომღერალმა მეგობრებისთვის კონცერტი გამართა. მას სცენაზე კომპანიონობა გაუწიეს ლაიმა ვაიკულემ, ქეთა თოფურიამ და ანი ლორაკმა. ქეთას და ლეპსის დუეტის ამსახველი ვიდეო "ინსტაგრამზე" გავრცელდა. ქართველი მომღერლები დუეტში სოსო პავლიაშვილის სიმღერა Небо на ладони-ს ასრულებენ.

საკუთარ კონცერტზე ლეპსმა არც მძიმედ დაავადებული ჟანა ფრისკე დაივიწყა და მის დასახმარებლად ბიზნესმენებსა და საღამოს სტუმრებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდა. კონცერტის დასასრულ, ფრისკეს დასახმარებლად ვარსკვლავებმა სოლიდური თანხა შეაგროვეს.

შეგახსენებთ, გრეგორი ლეპსი 7 დეკემბერს თბილისს ესტუმრება და სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.