loader

ორლანდო ბლუმმა და ჯასტინ ბიბერმა მირანდა კერის გამო იჩხუბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორლანდო ბლუმმა და ჯასტინ ბიბერმა მირანდა კერის გამო იჩხუბეს

ორლანდო ბლუმსა და ჯასტინ ბიბერს შორის ჩხუბის მიზეზი მოდელი მირანდა კერი გახდა. მსახიობმა ყოფილი მეუღლის ღირსების დაცვა გადაწყვიტა და შეეცადა, პოპულარული მომღერლისთვის დაერტყა. კონფლიქტი იბიცაზე, ერთ-ერთ კლუბში მოხდა.

თვითმხილველის თქმით, ჯასტინ ბიბერმა ნეგატიურად მოიხსენია მირანდა, რაც ორლანდოს არ ესიამოვნა. მსახიობი გაბრაზდა და ჯასტინს მუშტი გაუქანა, მაგრამ ბიბერმა დროზე შეძლო მოგერიება. ამ ამბის შემდეგ ჯასტინმა რესტორანი დატოვა, ხოლო დარბაზში აპლოდისმენტების ხმა გაისმა. კლუბში მყოფნი აშკარად ორლანდოს მხარეს იყვნენ.

ბიბერსა და ბლუმს შორის ურთიერთობა 2012 წელს გაფუჭდა. მაშინ მომღერალი ერთ-ერთ დახურულ ჩვენებაზე მირანდა კერთან ერთად დააფიქსირეს. ამის შემდეგ ორლანდოს და მირანდას ქორწინებაში ბზარი გაჩნდა და წყვილი 2013 წელს ერთმანეთს დაშორდა.