loader

ამერიკელმა რეპერმა მოტყუებულ ბიონსეზე სიმღერა დაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა რეპერმა მოტყუებულ ბიონსეზე სიმღერა დაწერა

ამერიკელმა რეპ-შემსრულებელმა Liv-მა ბიონსესა და მისი მეუღლის ჯეი-ზის შესახებ სიმღერა დაწერა. მუსიკალური ნაწარმოების ტექსტში ნათქვამია, რომ ეს უკანასკნელი მეუღლის ერთგული არ არის. სიმღერის კლიპი ინტერნეტში ბიონსესა და ჯეი-ზის მოსალოდნელი განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების დროს გამოქვეყნდა.

Liv-ი საკუთარი ახალი კომპოზიცით ეცადა ბიონსესა და მსმენელის ყურამდე მიეტანა, რომ მასსა და ჯეი-ზის შორის რომანტიკული ურთიერთობები იყო, მაგრამ ისინი ინტიმურ კავშირში არ გადაზრდილა. რეპ-შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობის ინიციატორი ჯეი-ზი იყო.
მისამღერისთვის Liv-მა Sorry Mrs. Carter-ის სიტყვები აირჩია. იგივე სახელი ქვია თავად სიმღერასაც.

სიმღერასა და კლიპზე ბიონსესა და ჯეი ზის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია. წყვილი 2008 წლიდან დაქორწინებულია.