loader

შაკირამ პიკეს წყლის დასხმისას თავში ქვაბი ჩაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაკირამ პიკეს წყლის დასხმისას თავში ქვაბი ჩაარტყა

ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ და მომღერალმა შაკირამ ერთმანეთს ცივი წყალი გადაასხეს. ამ საქციელით წყვილმა საქველმოქმედო კამპანია LS Ice Bucket Challenge-ის ერთგვარ ფლეშმობში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ადამიანებს ნერვული სისტემის დაავადების - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

აქცია თავზე ცივი წყლის დასხმასა და ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნებაში მდგომარეობს, რის შემდეგაც ფლეშმობის მონაწილემ შემდგომი კანდიდატი უნდა გამოიწვიოს. თუ ის, თავის მხრივ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ანალოგიურ ვიდეოს ქსელში არ გამოაქვეყნებს, მაშინ საქველმოქმედო ფონდ ALS Association-ს 100 დოლარი უნდა შესწიროს. აქციაში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, მიკი რურკმა და ბილ გეიტსმა მიიღეს მონაწილეობა.