loader

ბენედიქტ კამბერბეტჩს მეგობრებმა ყინულიანი წყალი ოთხჯერ გადაასხეს, მათ შორის შიშველსაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბენედიქტ კამბერბეტჩს მეგობრებმა ყინულიანი წყალი ოთხჯერ გადაასხეს, მათ შორის შიშველსაც

თანამედროვეობის "შერლოკმა", ბენედიქტ კამბერბეტჩმა საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამიოტროპული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად ტარდება. ბენედიქტს, მეგობრების ბოროტი ხუმრობების წყალობით, ერთის ნაცვლად ოთხჯერ მოუწია ყინულიანი წყლის გადასხმა.

პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასახვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედებისთვის. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ.