loader

ჰოლივუდის ვარსკვლავების შიშველი "სელფები" ჰაკერმა ინტერნეტში გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავების შიშველი "სელფები" ჰაკერმა ინტერნეტში გაავრცელა

მდიდარი და ცნობილი ადამიანებიც იღებენ პიკანტურ "სელფებს". ამაში ინტერნეტის მილიონობით მომხმარებელი საკუთარი თვალით დარწმუნდა. ჰაკერმა, ნიკით TehSemyonov, ფორუმზე ჰოლივუდის ვარსკვლავების შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსახიობების ინტიმურ ფოტოებზე წვდომა კიბერდამნაშავემ მათი ტელეფონების გატეხვით შეძლო. "გაქურდულთა" შორისაა "ოსკარის" მფლობელი - ჯენიფერ ლოურენსი. ფოტოებში კინოვარსკვლავი შიშველი პოზირებს საკუთარი სახლის სხვადასხვა ოთახში. ლოურენსის ადვოკატმა კიბერდანაშაულის ფაქტი დაადასტურა და სარჩელს ამზადებს.

ჰაკერმა სულ 60 ცნობილი ლამაზმანის ტელეფონი გატეხა. ერთ-ერთ ფოტოზე ინტერნეტმომხმარებლებმა კრისტენ დანსტი ამოიცნეს. მსახიობმა თავი საწოლში აღბეჭდა. აქვეა მოდელ კეიტ აპტონის მიერ გადაღებული კადრები. მოდელი ბოიფრენდის წინ პოზირებს.