loader

"არ ისუნთქო" - ნინო კირთაძის ახალი ფილმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ისუნთქო" - ნინო კირთაძის ახალი ფილმი

40 წლის ლევანი კლინიკაში მიდის გამოკვლევებზე. მას სურს გაიგოს, რა იწვევს მხრებში გაუსაძლის ტკივილს. მას შემდეგ რაც ის საავადმყოფოს დატოვებს, სულ სხვანაირი ხდება. მისი მღელვარება მეუღლესა და მეგობრებზე ძალიან მოქმედებს. სახლის ეზო დიდი შეკრების ადგილი ხდება, სადაც ლევანს ურჩევენ "ჯადოსნურ" წამლებს ან კარგ სპეციალისტებს. მალე ლევანი უფულოდ რჩება. ის შიშობს, რომ შეიძლება სამუშაო დაკარგოს, ასევე ჯანმრთელობა და მეუღლე, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო გვიან ბრუნდება სახლში. მაგრამ მოულოდნელად, ლევანის ოჯახში სასიკეთო ამბავი მოხდება...

მსახიობისა და რეჟისორის, ნინო კირთაძის ახალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ლევან მურთაზაშვილი, ირმა ინარიძე, სანდრო მურთაზაშვილი, ინა ინარიძე, ნანა ინარიძე და სხვები.