loader

"თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისტორია..." - ლეონარდო დიკაპრიოს შთამბეჭდავი გამოსვლა გაერო-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისტორია..." - ლეონარდო დიკაპრიოს შთამბეჭდავი გამოსვლა გაერო-ში

მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ გაერო-ში, კლიმატის ცვლილების სამიტზე შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა მსოფლიო ლიდერებს.

"როგორც მსახიობი, მე თავის მოჩვენებით ვირჩენ თავს. მე ფიქტიურ პერსონაჟებს ვთამაშობ, რომლებიც ხშირად არარსებულ პრობლემებს წყვეტენ. მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა კლიმატურ ცვლილებებს უყურებს, როგორც თავის სამუშაოს: თითქოს ეს ფიქციაა. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ახალ კლიმატურ მოვლენებს, რომელთა უარყოფა შეუძლებელია. ჩვენ მომსწრენი ვართ ამინდის ექსტრემალური ცვლილების, ყინულოვანი მასა ანტარქტიდაში გაუგონარი სისწრაფით დნება და ათწლობით უსწრებს მეცნიერულ პროგნოზებს. ეს არ არის დემაგოგია და ისტერია, ეს არის ფაქტი... პატივცემულო დელეგატებო, მსოფლიოს ლიდერებო! მე თავის მოკატუნებით ვირჩენ თავს, მაგრამ თქვენ არა. ახლა თქვენი რიგია, გასცეთ პასუხი კაცობრიობის ყველაზე უდიდეს გამოწვევას. ჩვენ გთხოვთ, ამას ღირსეულად შეხვდეთ".

პოპულარული მსახიობი გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გაერო-ს მშვიდობის ელჩად დაასახელა და მას უწოდა "ახალი ხმა კლიმატის დაცვაში". დიკაპრიომ და ბან კი მუნმა კვირას, 21 სექტემბერს ნიუ იორკში 400-ათასიან მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს მიეძღვნა.

Leonardo DiCaprio addresses world leaders at the UN - Watch the video on georgianews.ge