loader

ჟანა ფრისკე ჩინეთში მკურნალობს: როგორ გამოიყურება კიბოსთან მებრძოლი მომღერალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟანა ფრისკე ჩინეთში მკურნალობს: როგორ გამოიყურება კიბოსთან მებრძოლი მომღერალი

რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელიც ტვინის კიბოს დასამარცხებლად იბრძვის, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ჩანს წონაში საგრძნობლად დაკლებული ფრისკე პროდუქტების მაღაზიაში. ვარსკვლავმა ამერიკაში ძვირად ღირებული მკურნალობის კურსი გაიარა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა.

ახლა ფრისკე ჩინეთში იმყოფება. ამის შესახებ მან თავის მეგობარს, ოთარ კუშანაშვილს განუცხადა: "მოსკოვში ჟანა დეკემბრამდე არ დაბრუნდება", - ჰყვება ოთარი. ამბობენ, რომ ჩინეთში ფრისკეს არატრადიციული მეთოდებით უმკურნალებენ. ფრისკეს გვერდიდან არ შორდება მეუღლე, ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი.

იხილეთ: "ჟანა, იცოცხლე!" - მძიმედ დაავადებულ ჟანა ფრისკეს თაყვანისმცემლებმა კლიპი მიუძღვნეს

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე