loader

ჯორჯ კლუნმა უმშვენიერეს ადვოკატზე ვენეციაში იქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯორჯ კლუნმა უმშვენიერეს ადვოკატზე ვენეციაში იქორწინა

ვენეციაში ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის და წარმოშობით ლიბანელი ადვოკატისა და უფლებადამცველის, ამალ ალამუდინის ქორწილი გაიმართა. წყვილმა ერთმანეთი ერთი წლის წინ, საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. სექტემბრის დასაწყისში კი 53 წლის კლუნმა მოსალოდნელი ქორწინების შესახებ გამოაცხადა.

საზეიმო წვეულებას, რომელიც ვენეციის 7-ვარსკვლავიან "გრანდ-ოტელში" გაიმართა, ახალდაქორწინებულთა 150 მეგობარი და ნათესავი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები: ბილ მიურეი, სანდრა ბალოკი, ბრედ პიტი, U2-ს სოლისტი ბონო და მეტ დეიმონი. საქმროს მეჯვარე ფოტომოდელ სინდი კროუფორდის მეუღლე რენდი გერბერი იყო.

ამალ ალამუდინი ოსკაროსან მეუღლეზე 17 წლით უმცროსია. იგი წარმატებული ადვოკატია. მის კლიენტებს შორის - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი და უკრაინელი პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკო იყვნენ.