loader

"მოძალადე" კოტე თოლორდავა მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ ტრილერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოძალადე" კოტე თოლორდავა მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ ტრილერში

"ნაღმი" - ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის, ლევან ბახიასა და სტუდია "სარკეს" მიერ გადაღებულ ქართულ-ამერიკულ ფილმს, რომელიც საქართველოს კინოეკრანებზე 23 ოქტომბრიდან გამოვა.

სიუჟეტის მიხედვით, სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან - კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და იძულებულია, ადგილიდან აღარ დაიძრეს, რადგან ნაღმი, შესაძლოა, აფეთქდეს. ფილმში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა ტყეში ქართველი მონადირე ილია გამოჩნდება, რომელიც დახმარების ნაცვლად, ძალადობას იჩენს ერთ-ერთი ტურისტისადმი.

ფილმში მთავარ როლს სტერლინგ ნაითი ასრულებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაყურებლები "ჰანა მონტანასა" და "გრეის ანატომიაში" შესრულებული როლებით იცნობს. მოძალადე მონადირედ კი კოტე თოლორდავა გვევლინება, რომელსაც "ნაღმში" საკმაოდ რთული როლის შესრულება და საკუთარი წონის "მსხვერპლად" შეწირვა მოუხდა - მსახიობმა როლისთვის 15 კილოგრამი მოიმატა.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე

ასევე იხილეთ:

კოტე თოლორდავას "მუხლები დაუხვრიტეს"

რატომ "აწამეს" სასტიკად კოტე თოლორდავა