loader

რუსი მომღერლის, ვალერიას კონცერტს ლონდონში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მომღერლის, ვალერიას კონცერტს ლონდონში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ

"ვალერიას და მეგობრების" კონცერტს ლონდონის "ალბერტ-ჰოლში" ერთ საპროტესტო აქციად გაერთიანებული ორი დემონსტრაცია სდევდა თან.

პირველს ორგანიზება ლონდონში მცხოვრები რუსების ჯგუფმა გაუკეთა, რომლებიც ცდილობდნენ არ შეეშვათ ბრიტანეთში შემსრულებლები, რომლებიც უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკას საჯაროდ უჭერენ მხარს.

რუსებს შეუერთდნენ "ლონდონის ევრომაიდანის" აქტივისტები - უკრაინის დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც რუსული ესტრადის ვარსკვლავების - ვალერიასა და იოსებ კობზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ საჯარო გამონათქვამებითა და მათ მიერ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით ასევე უკმაყოფილონი არიან.