loader

"თბილისში მომხდარი ინციდენტი შიდაპოლიტიკური ინტრიგაა" - გრიგორი ლეპსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისში მომხდარი ინციდენტი შიდაპოლიტიკური ინტრიგაა" - გრიგორი ლეპსი

გრიგორი ლეპსმა თბილისში გამართულ კონცერტზე მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით Super.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს სპორტის სასახლეში სოჭში დაბადებული რუსი მომღერლის კონცერტი გაიმართა, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კონცერტზე მისულებს რამდენიმე ათეულმა აქციის მონაწილემ "სირცხვილის დერეფანი" მოუწყო. ინციდენტი მოხდა კულისებშიც: ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორებმა იგი საათნახევრის განმავლობაში ჩაკეტეს ოთახში მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ლეპსს არასასურველი შეკითხვა დაუსვა პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ლეპსმა ამ ფაქტებს პროვოკაცია უწოდა და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას დაუკავშირა. "ჩემთვის ის 5 ათასი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც ჩემი ხმისა და მუსიკის მოსასმენად მოვიდა კონცერტზე, ვიდრე ის 20, რომელიც გარეთ ტრასფარანტებით იდგა. ვიღაცას უნდა, თავისი თავი ასეთი ქმედებით გამოავლინოს. უმჯობესია, მათ ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესონ, ვიდრე მსგავსი ინტრიგებით იყვნენ დაკავებულები". რუსმა მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ ის ემხრობა პუტინის პოლიტიკას და მოსწონს ყველაფერი, რასაც რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს.