loader

სოსო პავლიაშვილის საახალწლო დუეტი უკრაინის "მოღალატედ" შერაცხულ მომღერალთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილის საახალწლო დუეტი უკრაინის "მოღალატედ" შერაცხულ მომღერალთან

საახალწლო Голубой огонек-ზე, რომელიც რუსეთის პირველ არხზე 1-ელ იანვარს გავიდა, სოსო პავლიაშვილმა უკრაინელ მომღერალ ანი ლორაკთან ერთად დუეტში იმღერა. ამას უკრაინულ საიტებზე ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა უკრაინას თანამემემულე მომღერლისგან მსგავსი საქციელი არ უკვირს: მაშინ როცა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული და რამდენიმე რუსი მომღერალი (იოსებ კობზონი, ვალერია, ოლეგ გაზმანოვი და ა.შ) ქვეყანაში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული, ანი ლორაკი რუს კოლეგებთან ერთად მღერის და ახალ წელს აღნიშნავს.

ლორაკი, რომელმაც 2008 წელს ევროვიზიაზე მეორე ადგილი დაიკავა (სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩა რუსეთის წარმომადგენელ დიმა ბილანს), უკრაინაში მოღლატედაა შერაცხული, მისი პრორუსული მოღვაწეობის გამო.