loader

ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი ”მანდარინების” ”ოსკარის” ნომინანტად დასახელების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ურუშაძის პირველი კომენტარი ”მანდარინების” ”ოსკარის” ნომინანტად დასახელების შემდეგ

ლოს ანჯელესში "ოსკარის" 2015 წლის ცერემონიის ნომინანტები დაასახელეს. მათ შორის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.

ტელეკომპანია ”იმედი” ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მიულოცა ფილმის გადამღებ ჯგუფს და განაცხადა, რომ ეს წარმატება ”დაუჯერებელია და ზღაპარს ჰგავს”.

უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და Wild Tales (არგენტინა).

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება.

იხილეთ ასევე: ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარისთვის" იბრძოლებს!