loader

"სიმღერის დაწყებისთანავე მივხვდი, ქართველი მღეროდა" - 22 წლის ბათუმელი გოგონა რუსულ "X-ფაქტორში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმღერის დაწყებისთანავე მივხვდი, ქართველი მღეროდა" - 22 წლის ბათუმელი გოგონა რუსულ "X-ფაქტორში"

რუსეთში მუსიკალური პროექტი Главная сцена დაიწყო, რომელიც X Factor-ის ანალოგია. შოუს წამყვანები მომღერალი გრეგორი ლეპსი და შოუმენი გარიკ მარტიროსიანი არიან. სცენაზე გამოსულ მონაწილეებს ჟიური აფასებს, რომლის შემადგენლობაში შედიან სახალხო არტისტი იური ანტონოვი, კომპოზიტორი ჟანა როჟდესვეტნსკაია, ლეგენდარული როკ მუსიკოსი სერგეი ჩიგრაკოვი, გრემის ორგზის მფლობელი, მერაია ქერის და სელინ დიონის ჰიტების ავტორი უოლტერ აფანასეფი. კონკურსანტების ჟიურის წევრების სამი დადებითი ხმა მაინც სჭირდებათ, რომ მომდევნო ტურში გავიდნენ. ამის შემდეგ კი ყველაფერს პროდიუსერები - იგორ მატვიენკო, ვიქტორ დრობიში, კონსტანტინ მელაძე და მაქსიმ ფადეევი წყვეტენ. სწორედ ისინი აარჩევენ თუ ვინ დარჩება შოუში.

Главная сцена-ს მეორე ეპიზოდში სცენაზე 22 წლის ბათუმელი გოგონა, ალისა დანელია გამოვიდა, რომელმაც ჟიური, პროდი უსერები და წამყვანები თავიდანვე მოხიბლა და ოთხი "კი"-თ უყოყმანოდ გადაიყვანეს მორიგ ტურში.